ხმელთაშუა ზღვაში 2 300-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. ისინი ლიბიასთან ახლოს სამაშველო გემზე გადაიყვანეს. დევნილები ევროპაში 22 ხისა და გასაბერი ნავებით მიღწევას ცდილობდნენ.
სამაშველო ოპერაცია ხუთშაბათს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დასრულებისთანავე მიგრანტების ნავები გაანადგურეს.