ქობულეთში მცხოვრებ ქეთევან გოგიჩაიშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა. იგი 1917 წლის 17 მაისს, ლანჩხუთში, სოფელ ლესაში დაიბადა. პროფესიით ბუღალტერი ქობულეთის სოფლის კოოპერატივში მთავარ ბუღალტრად ათწლეულების მანძილზე მუშაობდა. არის 3 შვილის დედა, ჰყავს 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უხუცესს დღეს იუბილე მიულოცა და პროგრამის ,,100 წელს გადაცილებულ მოქლაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში ათასი ლარი გადასცა. ქეთევან გოგიჩაიშვილმა საჩუქარი ქობულეთის გამგეობისგანაც მიიღო.