შეზღუდული შესაძლებლობის პირი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე ადაპტირებული ავტომობილით უნდა გამოცხადდეს, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. არასამთავრობო სექტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობას დისკრიმინაციად მიიჩნევს, საკითხს უკვე სწავლობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.