მრავფალწლოვანი ხეები გაჩეხეს

15 მაისი 2017, 00:00 3552 ნახვა

დაბა ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეების ჭრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს. ქობულეთის საკრებულოს წევრ ბონდო თედორაძის თქმით, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს, ასწლოვანი ხეების მასობრივი  ჭრა, შეკვეთილში ხეების გატანას უკავშირდება.

პარტიის წევრი ფაქტს ვანდალიზმად აფასებს და პასუხისმგებლობას რეგიონის მთავრობას აკისრებს. “მთავარის” გადამღებ ჯგუფს სამუშაოები შეჩერებული, ხეები კი მოჭრილი დახვდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ უმაღლეს საბჭომდე მისასვლელი გზა უწყების ბალანსზე არ ირიცხება. ტერიტორიას კერძო მფლობელი ჰყავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში