აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში დამწყები გიდების გადამზადება მიმდინარეობს. სემინარისთვის შერჩეული 60 მონაწილე, მაღალმთიანი აჭარის 4 მარშრუტზე გადანაწილდება. კურსის მონაწილეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც გაივლიან. პროფესიონალი გიდები მათ კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემენ და გამოცდილებასაც გაუზიარებენ. სემინარის მიზანი რეგიონში დასაქმებული გიდების პროფესიული განვითარებაა.