მერიამ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა

11 მაისი 2017, 00:00 16738 ნახვა

მეჩეთის მაკეტი, რომლის მშენებლობის ნებართვას ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდი ითხოვდა. 

ქალაქ ბათუმის მერიამ "ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდს" მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრა. ქალაქის მერის მიერ გამოცემული ბრძანება უარის შესახებ 2017 წლის  5 მაისით თარიღდება.

"ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდი" მეჩეთის მშენებლობას  გენერალ აბაშიძის 49/2 ში მდებარე ტერიტორიაზე გეგმავდა, სადაც მიწა ქონდათ შეძენილი.

ბრძანებაში არსებული ინფორმაციით, უარი მეჩეთის მშენებლობაზე  ფონდს  "ქ.ბათუმში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ" უთხრა და 4 მაისს შესაბამისი  ბრძანებულება  გამოსცა. ამ ბრძანებულების საფუძველზე, ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა გამოსცა ბრძანება და უარი უთხრა "ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდს" მეჩეთის მშენებლობაზე. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში