“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი აცხადებს, რომ ახალ ბულვარში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებური ნაგავსაყრელია მოწყობილი. ლია მგელაძე ამბობს, რომ ადგილი, სადაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სტადიონი უნდა აშენებულიყო, დღეს ანტისანიტარია სუფევს.
პარტიის წევრები მთავრობის თავჯდომარესა და ქალაქის თვითმმართველობას აღნიშნული პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ტერიტორია ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხება. რეგიონის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ. თვითმმართველობის პოზიციას კი მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.