აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიას, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და მილიჩის გმინას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. ღონისძიება თბილისში გაიმართა. ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 15 მაისამდე დარჩება.