ექსპო ბათუმი - მე-10 საერთაშორისო გამოფენა

10 მაისი 2017, 00:00 3306 ნახვა

12-14 მაისს ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო  გამოფენა ''ექსპო ბათუმი 2017''-ს უმასპინძლებს. საორგანიზაციო  საქმიანობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები  არიან  ჩართულნი. ისინი,  აკადემიის ბენდთან ერთად, ქალაქის ქუჩებს მოივლიან და მოქალაქეებს გამოფენაზე მიიპატიჟებენ.

„ექსპო ბათუმი 2017“ წელს 7 ქვეყნის და 80-მდე კომპანიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები და სემინარები დაიგეგმა. ქართული კომპანიების წარმომადგენლები უცხოურ გამოცდილებას გაიზიარებენ. გამოფენა 14 მაისს საზეიმოდ დაიხურება.

ამავე კატეგორიაში