დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე 

07 ივნისი 2025, 11:55 296 ნახვა
00:00
00:00

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია დააწესებს თუ არა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ-ის სენატი განიხილავს. თუმცა ტრამპის თქმით, თუ იფიქრებს რომ რუსეთი შეთანხმებას არ დადებს ან სისხლისღვრას არ შეაჩერებს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით სანქციებს გამოიყენებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სენატორები, რომელთაგან ბევრმა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ ხელი მოაწერა, გადაწყვეტილების მიღებას მას ანდობენ. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტსა და სენატორებს საუბარი ჯერჯერობით არ შემდგარა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი