ჯელალ ქიქავა ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობაზე საუბრობს. ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერის მტკიცებით, მათი ხელში ჩაგდებით ხელისუფლებასთან დაახლეობული პირები არიან დაინტერესებული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ორივე მათგანში ტვირთბრუნვა შემცირდეს. მისივე განცხადებით, პროცესში ჩართულია საქართველოს რკინიგზაც, რომელიც გადაზიდვების ტარიფებს მიზანმიმართულად ზრდის. იმის დასტურად, რომ პორტი და ნავთობტერმინალი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, ქიქავას ბოლო წელიწადნახევარში ორგანიზაციებიდან ასობით თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყავს.
ლეიბორისტის განცხადებასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი არც პორტის ადმინისტრაციასა და არც საქართველოს რკინიგზაში ჯერჯერობით არ გაკეთებულა.