პარლამენტთან დაკავებულების  სასამართლო პროცესი

10 მაისი 2017, 00:00 1928 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა,  რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ტყიბულში მინდელის შახტაში ოთხი მუშის ჩავარდნის გამო, მოქალაქეები წითელი საღებავებით, სიმბოლურად, ციფრი „4“ დაწერას ცდილობდნენ, რასაც  სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან პარლამენტიდან გადაინაცვლეს. მათ ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს.

 პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირების დროს სამი ადამიანი დააკავეს.  შსს-ში ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აუდიტორია 115 და რკინიგზის პროფკავშირები არიან. მათი თქმით, ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიას, თუმცა პრევენციული ზომები და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. 

ამავე კატეგორიაში