სტამბული-ბათუმის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი დაგვიანებით დაჯდა - მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება

06 ივნისი 2025, 10:54 523 ნახვა
00:00
00:00

სტამბული-ბათუმის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე რამდენიმე წუთიანი დაგვიანებით დაჯდა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ბათუმის თავზე მოძრაობდა.

როგორც „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, დილით, ბათუმში ძლიერი ქარი იყო, რამაც თვითმფრინავის დაფრენა შეაფერხა.

მგზავრები აცხადებენ, რომ შესაძლებელი იყო ქუთაისში ან ბათუმთან ახლოს სხვა აეროპორტში დაჯდომა, თუმცა ეს საჭირო არ გახდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი