ჯორჯიის შტატში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ''ასოშიეთიდ პრესის'' ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დროებითი თავშესაფრები გაიხსნა.
ცეცხლი ჯორჯიის შტატში 6 აპრილს გაჩნდა და 389 კვადრატული კილომეტრი მიწის ნაკვეთი გაანადგურა. ამასთან ჯორჯიის შტატს, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიას ძლიერმა შტორმმა გადაუარა.
სტიქიამ ხეები მოგლიჯა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ჯორჯიაში შტორმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ხელისუფლება მიყენებულ ზარალს ითვლის.