შენიშვნები მაღალბიუჯეტიანი უწყების მისამართით

05 მაისი 2017, 00:00 2182 ნახვა

აჭარაში გზების მოწესრიგებაზე ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. საავტომობილო გზებისა  და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებაა. დეპარტამენტმა დღეს 2018-2021 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია გამართა. მომავალი წლის ბიუჯეტი 50 მლნ ლარამდეა. განხილვას ესწრებოდა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი. არჩილ ხახუტაიშვილი მთავარ აქცენტს შესრულებული სამუშაოების  ხარისხსა და მონიტორინგზე აკეთებს. ვნახოთ რას ამბობენ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. 

ამავე კატეგორიაში