იშვიათი შემთხვევა, როდესაც პარტიის დატოვების შემდეგ დეპუტატმა მანდატიც დათმო. მანდატის მიღებიდან 5 თვეში დიმა ჭეიშვილმა ბურჯანაძის პარტია და ბათუმის საკრებულო დატოვა.
სად მიდის პოლიტიკოსი, რომელიც 2016 წლის არჩევნებისას, პარტიის სიის მეორე ნომერი იყო და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა? მოგვაინებით მანდატებთან დაკავშირებით უმაღლეს საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივლა, რადგან მიიჩნევდა რომ გადაუნაწილებელი მანდატი არა მმართველ გუნდს, არამედ მას ეკუთვნოდა. მაშინ ჭეიშვილმა პროცესი წააგო და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვერ გახდა. თუმცა პარტიიდან კანონმდებლებს შეუერთდა გიორგი ცინცქილაძე, მისი ადგილი კი გასული წლის დეკემბერში საკრებულოში დიმიტრი ჭეიშვილმა დაიკავა.