დიმა ჭეიშვილმა პარტია "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა. ჭეიშვილი უარს ამბობს საკრებულოს წევრის მანდატზეც. როგორც ის განმარტავს, ამოწურა პარტიაში მისი შესაძლებლობები და რესურსი. ჭეიშვილი აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელებთან უკმაყოფილება არ არის. ის აქტიურ პოლიტიკაში რჩება თუმცა რომელ პოლირიკურ პარტიასტან აპირებს თანამშრომლობას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.