საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვას საორგანიზაციო კომისია ხვალ დაიწყებს. გასვლითი სხდომების გრაფიკის მიხედვით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს და კომისიაში ოფიციალურად შეთანხმებული არ არის, პირველი განხილვა 5 მაისს, ქუთაისში გაიმართება, 15 მაისამდე კი ყველა დიდ ქალაქს მოივლის.
რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის ერთთვიანი ვადაა განსაზღვრული.