ხულოში 750 ოჯახს დაბინძურებული წყალი მიეწოდება

04 მაისი 2017, 00:00 7700 ნახვა

ხულოს ცენტრში, სასმელი წყალი მოსახლეობას ამ რეზერუარიდან მიეწოდება. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, წყლის გასაფილტრი ნაგებობა, მას შემდეგ მოინახულა, რაც  ხულოს ცენტრში, მოსახლეობის ონკანებში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტალახისფერი წყალი წამოვიდა. 

მოსახლეობა წყალს დასალევად ვერ იყენებს.

წყლის გამწმენდ ნაგებობაში ამღვრეულ, ტალახისფერ წყალთან ერთად, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვადასხვა ნარჩენებიც დააფიქსირა. 

ეს წყალსადენი ხულოში გასულ წელს აიგო და ბიუჯეტიდან მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა. წყალსადენს დაბა ხულოს 750-მდე აბონენტისთვის და ცენტრის მიმდებარედ 4 სოფლისთვის ( დეკანაშვილებიოქრუაშვილები, განახლება და ვაშლოვანი) წყალი 24 საათის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა. 

.

წყალკანალის ოპერატორის განცხადებით, ამღვრეული და დაბინძურებული წყალი, წყლის სათავიდან მოედინება, თუმცა ნადიმ დეკანაძე აღნიშნავს, რომ ფილტრების გაწმენდას და წყლის დაქლორვას 24 საათის განმავლობაში ახორციელებს და წყალი დასალევად ვარგისიანია.

ხულოს წყალკანალის უფროსის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, წყლის სათავეზე თოვლის ინტენსიურმა დნობამ წყლის რაოდენობა გაზარდა, არსებული ფილტრები კი გაზრდილი დებეტისთვის არასაკმარისია.  ~

ბადრი აბაშიძის ინფორმაციით მოსახლეობას გაფილტრულ წყალს მომდევნო კვირიდან მიიღებს.

ხულოში სულ 26 წყალსადენია.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში