გამომშვიდობება ლოლასთან

30 მარტი 2025, 18:06 1377 ნახვა

ვემშვიდობებით ლოლა ტუმასიანს - გოგოს, რომელიც შეუპოვრობისა და სიყვარულის მაგალითი გახდა. გაზეთ „აჭარასა“ და აჭარის ტელევიზიაში რამდენიმე წლიანი მუშაობის განმავლობაში ლოლამ შექმნა არაერთი ღირებული რეპორტაჟი, არაერთი მნიშვნელოვანი სტატია. ჟურნალისტიკასთან ერთად ლოლა საგანმანათლებლო სფეროშიც _ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ახლობლებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა დღეს ის კიდევ ერთხელ გაიხსენეს, როგორც პროფესიონალი და საკუთარ საქმესა და ოჯახზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. დღეს ის უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ, თუმცა ლოლა ტუმასიანი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გონებაში, როგორც სიმბოლო დიდი სიყვარულის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სამძიმარს და ვიზიარებთ ოჯახის უდიდეს დანაკლისს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში