ბათუმში, ივანე მესხის პირველ ჩიხში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება

29 მარტი 2025, 11:30 364 ნახვა

ბათუმში, ივანე მესხის პირველ ჩიხში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე და ბაღი გათვლილი იქნება 120 აღსაზრდელზე.

"აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

 

ივანე მესხის პირველ ჩიხში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი, ენერგოეფექტური შენობა. ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე და ბავშვთა გასართობი მოედნები. საბავშვო ბაღი გათვლილი იქნება 4 ჯგუფზე, ჯამში - 120 აღსაზრდელზე.

 

ამ დროისთვის დასრულებულია შენობის საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს პირველი სართულის კონსტრუქციის მშენებლობა.

 

სამუშაოების ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება და წლის ბოლომდე დასრულდება.

 

პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ივანე მესხის ქუჩის კეთილმოწყობა, რისთვისაც 4.5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის, გზისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები მომდევნო წლის მარტის ბოლომდე დასრულდება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში