მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათასს გადასცდა. დაშავებულია 2376 ადამიანი. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.
მიანმარში საერთაშორისო დახმარება უკვე ჩავიდა.
დაზარალდა მეზობლად მდებარე ტაილანდი, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაიჭრა, 79 კი დაკარგულად ითვლება.
28 მარტს პირველი ძლიერი - 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო, განმეორებითი - 6,4 მაგნიტუდის ბიძგები12 წუთში დაფიქსირდა.
მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ადგილობრივი ხელისუფლება ყველას დაშავებულთათვის სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული საგაინგის, მანდალაის, მაგვაის, ბაგოს რეგიონებში და შანის შტატში.