მაიანმარში მიწისძვრის შედეგად მშენებარე კორპუსი დაინგრა

28 მარტი 2025, 14:10 460 ნახვა

მიანმარში 12  წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.

ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა.   

მაშველები მშენებლობაზე დასაქმებულ 43 მუშას ეძებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში