რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოლტავაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად შეუტიეს, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
ხაზგასმულია, რომ მოსკოვი ცინიკურად ცრუობს მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ, აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე და საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.
ცნობისთვის, რუსებმა პოლტავას შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.