ტონგის მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კუნძულოვანი სახელმწიფოს ახლოს ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა, სანაპიროებზე შესაძლო სახიფათო ტალღების შესახებ გამოსცა გაფრთხლება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემების თანახმად, მიწისძვრა მთავარი კუნძულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 კილომეტრში მოხდა.
ტონგა არის ქვეყანა პოლინეზიაში, რომელიც შედგება 171 კუნძულისგან და რომლის მოსახლეობა 100 000-ზე მეტია. მათი უმეტესობა მთავარ კუნძულზე – ტონგატაპუზე ცხოვრობს.