თურქეთის პრეზიდენტის განცხადება

29 მარტი 2025, 11:57 193 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები მიმართავენ ყველა აუცილებელ ზომას მათ წინააღმდეგ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის,  თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. დაკავებულია ასობით დემონსტრანტი. მერს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.
იმამოღლუ პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა. დაკავებამდე ის განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში