მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1640-ს გადააჭარბა.დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი, 139 მოქალაქე დაკარგულად ითვლება.
ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში დანგრეული და დაზიანებულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
სტიქიის ზონაში დანგრეულია ხიდები და გზები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მიანმარში 7.7 და 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთშიც.
მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინაებს. სავარაუდოდ, ნანგრევებში 50,მდე მუშაა მოყოლილი.