სტამბოლში ათიათასობით ადამიანი ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას აპროტესტებს. ექრემ იმამოღლუ თურქეთის პრეზიდენტის მთავარ ოპონენტად ითვლება, რომელიც 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებას ქვეყნის მასშტაბით მრავალათასიანი დემონსტრაციები მოჰყვა, რა დროსაც დააკავეს 2000-მდე ადამიანი. ოპოზიციური პარტიები და დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიზებული მცდელობა, რომ ერდოღანს მომავალ არჩევნებში კონკურენტი ჩამოაშორონ. თავის მხრივ თურქეთის ხელისუფლება სასამართლო სისტემაზე რაიმე სახის გავლენას უარყოფს.