ხარკოვსა და დნიპროზე დრონებით თავდასხმების შედეგად არიან დაშავებულები

27 მარტი 2025, 13:44 194 ნახვა

ხარკოვის ოლქზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეჰუბოვის თქმით,  დრონებით შეტევა ქალაქ ხარკოვზე და ზოლოჩევის დასახლებაზე განხორციელდა.

დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ავტომანქანები.

სამი ადამიანი ქალაქ დნიპროზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა. მისი თქმით,  თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10-ზე მეტი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული ობიექტები.

უკრაინის საჰაერო ძალებმა  განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინაზე 86 დრონით და ერთი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში