ტყის ხანძარი სამხრეთ კორეაში

27 მარტი 2025, 09:02 198 ნახვა

26-მდე გაიზარდა მსხვერპლთა რიცხვი  სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, განადგურებულია ისტორიული ტაძრები.  გუშინდელთან შედარებით, გაორმაგდა ტერიტორია, რომელზედაც ხანძარი მძვინვარებს.

ხანძრის შედეგად, რომელიც უისეონგის ოლქში დაიწყო, 33 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა ან ჯერ კიდევ იწვის, რაც მას სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძრად აქცევს.

„ტყის ხანძრების უპრეცედენტო სწრაფი გავრცელების გამო, კრიტიკულ სიტუაციაში ვართ ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰან დაკ-სუმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში