დაკარგული ჯარისკაცები

27 მარტი 2025, 09:30 202 ნახვა

ლიეტუვაში ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის ძებნა  გრძელდება მას შემდეგ, რაც მათი ჯავშანმანქანა საწვრთნელ მოედანზე წყალში ჩაძირული იპოვეს.  სამხედრო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც ოთხი ჯარისკაცი და მათი მანქანა  პაბრადის საწვრთნელ მოედანზე, ბელარუსის საზღვრიდან  15 კილომეტრის მოშორებით გაუჩინარდა.

ამერიკელი ჯარისკაცების ბატალიონები სამხედრო ბანაკში 2019 წლიდან მონაცვლეობით არიან დისლოცირებული.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე საკალიენემ, რომელიც ოთხშაბათს პოლიგონს სტუმრობდა , თქვა, რომ ცხედრები ვერ იპოვეს. ჯარისკაცების ძებნა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, განაცხადეს აშშ-ს და ლიეტუვის არმიებმა. 

მაშველები ახლა მსჯელობენ, რამდენად სწრაფად შეიძლება ჭაობიანი ადგილის დაშრობა. ლიეტუვამ ჯარისკაცების გაუჩინარების ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.

ჯარისკაცები ინციდენტის დროს გეგმურ ტაქტიკურ წვრთნას ატარებდნენ - ნათქვამია აშშ-ის არმიის  განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში