დღეს კომისიაზე მივიდა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომელმაც დასაწყისშივე განმარტა მიზეზი თუ რატომ გადაწყვიტა კომისიის დღევანდელ სხდომაზე მისვლა.
თქვა, რომ კომისიას კანონის სრული დაცვით მიაწვდის ინფორმაციას, რადგანაც მისი თქმით, აცნობიერებს, რომ მისი სიტყვა შეიძლება გამოიყენოს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთმა.
პაატა დავითაიამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მასალებიც მიაწოდა, რომელიც თავის დროზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დასკვნის მოსამზადებლად და სანქციებისთვის გამოიყენა.