პრემიერმა მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

29 მარტი 2025, 12:00 1119 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა, მთავრობის მეთაურმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის წვლილზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში