მმართველი გუნდის ინიციატივა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით - ოპოზიციის წევრების შეფასებით, აღნიშნული საკითხი "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ პარტიებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ - საქმიანობის აკრძალვისთვის საჭირო იურიდიული საფუძველი კი მმართველი გუნდის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება.