ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან - ნიკა გვარამია

29 მარტი 2025, 20:04 287 ნახვა

ნიკა გვარამიას ინფორმაციით ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გამოუშვეს. ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

"ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო უთხრეს", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში, ხოშტარიას პირად გვერდზე გამოქვეყნდა, პარტია „დროას“ ლიდერი წერს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ხოშტარიას ბრალდებებს გამოეხმაურა შსს. უწყების განმარტებით, ელენე ხოშტარიას მიმართ პროცედურები ჩატარდა კანონის სრული დაცვით, შემოწმებისას აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც ექსპერტიზაა დანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში