სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. “კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და კანონპროექტს „დაცინვა“ უწოდა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში იგეგმება ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის დამტკიცება, რომელიც მოიცავს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ.