დღეიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრო 2024“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაცია დაიწყო

26 მარტი 2025, 10:12 214 ნახვა

დღეიდან, 26 მარტიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრო 2024“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაცია დაიწყო. სიმბოლურია, რომ მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფას-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო - 1 500-იანი, ხოლო ვერცხლი - 10 000-იანი ტირაჟით), ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად გამოუშვა.

მონეტების დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინერი-ბაჩო ლაგვილავა), ხოლო მონეტების მწარმოებელი ლიეტუვის ზარაფხანაა.

ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასი 130 ლარია, ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი კი 2 200 ლარი.

ვერცხლის და ოქროს მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:

ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელია 2025 წლის 26 მარტის 10:00 საათიდან:

ელექტრონული პლატფორმა - tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ 2 დღის განმავლობაში (26 და 27 მარტს);

საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.

ოქროს მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 28 მარტის 10:00 საათიდან:

ელექტრონული პლატფორმის - tkt.ge მეშვეობით მხოლოდ ერთი დღით, იმავე დღის ბოლომდე;

საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.

2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში