აჭარის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს 

18 მარტი 2025, 15:18 110 ნახვა

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ჩეხეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის მენეჯმენტთან, ონლაინ და ბეჭდური მედია გამოცემების, მარკეტინგული და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ჩეხეთში ცნობადობის გასაზრდელად ერთობლივი პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.

"გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოზიციონირებისა და ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, მილანის, ბუდაპეშტის, ჰელსინკის, ვილნიუსის, ტალინისა და რიგის ტურისტული გამოფენები. მიმდინარე წელს, სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩართულობით აქტიური ონლაინ სარეკლამო კამპანიები იგეგმება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში