8 ადამიანი დაიღუპა კუბაში ავიაკატასტროფის შედეგად. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ქვეყნის დასავლეთით არტემისის პროვინციის მთებში, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
კუბის სამხედრო უწყების განცხადებით, ''ან-26''-ი პლაია-ბარაკოას აეროდრომიდან აფრინდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.