რიგები სარფის საბაჟოზე

30 აპრილი 2017, 00:00 4467 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კვლავ პრობლემებია. მოქალაქეები რიგებსა და თურქი მებაჟეების მხრიდან უხეშ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, საბაჟოზე რამდენიმე საათიანი ლოდინი უწევთ. ასევე ხშირია საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევაც. საბაჟოზე თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შეფერხების მიზეზად სწორედ მიმდინარე სამუშაოებს ასახელებენ.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში