ხანძარმა 6 სულიანი ოჯახი ქუჩაში დატოვა

30 აპრილი 2017, 00:00 7794 ნახვა

რამდენიმე საათის წინ, სოფელ ორთაბათუმშიბალაძეების ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. განადგურებულია 6 სულიანი ოჯახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც დაზარალებული ოჯახის წევრები ამბობენ, ცეცხლი დაახლოებით 9 საათზე გაჩნდა. იგი ოჯახის დიასახლისმა შეამჩნია და სახლიდან 6 ოჯახის წევრის, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვის გამოყვანა უვნებლად მოხდა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. დაზარალებულები ამბობენ, რომ სახანძრო ბრიგადებმა ადგილზე მისვლა 40 წუთი დააგვიანა, რის გამოც სახლში ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა გამგეობის წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე იმყოფება აცხადებს, რომ ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მეხანძრეებს შემოვლითი გზით მოუწიათ შემთხვევის ადგილზე მისვლა.

ბალაძეების 6 სულიანი ოჯახი ღამე მეზობლებთან დარჩებიან, ხვალიდან კი ისინი გამგეობის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენელის განცხადებით, გამგეობა საქმის კურსშია და ხვალიდან იმსჯელებს რა ტიპის დახმარების გაწევა შეუძლიათ ოჯახისთვის. 

 ცეცხლის გაჩენის  ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. 

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში