რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

07 მარტი 2025, 11:45 223 ნახვა

რუსეთი კვლავ ითხოვს საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და საქართველოს მიერ “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ ავრცელებს.

“რეგიონში საერთო ვითარების შემდგომ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობდა საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით”, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც სახელმწიფო გამოცემა TASS-ი ციტირებს.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია “სერიოზულ გამაღიზიანებლად” რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში