ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში სპეციალური საგანგებო სამიტზე შეიკრიბნენ. ევროპული გადაიარაღების გარდა, ლიდერები განიხილავენ კიევის შემდგომ მხარდაჭერას ორშაბათს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ ის შეაჩერებს დახმარებას უკრაინისთვის. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის შერბილებამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ გააჩინა შიში ევროპაში, რომ კონტინენტს აღარ ექნება აშშ-ის მხარდაჭერა.
გერმანიის სავარაუდო მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, ლიდერებს შესთავაზა განიხილონ ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მზადაა განიხილოს ევროპელ პარტნიორებზე თავისი ბირთვული ქოლგის გავრცელების შესაძლებლობა.
მაკრონმა თქვა, რომ კონტინენტი "ისტორიის გარდამტეხ მომენტშია". ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას ემუქრება „მკაფიო და სერიოზული საფრთხე ისეთი მასშტაბით, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ უნახავს მთელი ჩვენი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში“, ხოლო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ თქვა, რომ ეს არის „განმსაზღვრელი მომენტი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის“.