ათენში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც აპროტესტებდნენ 2023 წელს საბერძნეთის ისტორიაში ყევლაზე საშინელ სარკინიგზო კატასტროფაზე პასუხისმეგებელი პირების დაუსჯელობას, რომელმაც 57 ადამიანი იმსხვერპლა.
შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ათასობით ადამიანმა მშვიდობიანი აქცია მოაწყო პარლამენტის წინ, სადაც დეპუტატები ოპოზიციური პარტიების მიერ ინიცირებულ მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის საკითხს განიხილავდნენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საბერძნეთში ყველაზე მასშტაბური პროტესტის შემდეგ სახალხო მანდატი დაკარგა მთავრობამ, რომელსაც მომხდარზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებასა და მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებენ.
მანამდე დემონსტრანტებმა ცაში მანათობელი ფარნები გაუშვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს.