თეთრი სახლის წინ, ლაფაიეტის მოედანზე ათობით უკრაინელმა საპროტესტო აქცია გამართა და აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებმა ტრამპის დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ და განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებულები არიან მომხდარის გამო და, რომ ოვალურ კაბინეტში სიტყვიერი დაპირისპირება იყო "სირცხვილი" მთელი მსოფლიოსთვის. ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა ხელი მოეწერა იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან. უკრაინის ლიდერმა ტრამპთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრა მიიჩნია, როგორც შესაძლებლობა, დაერწმუნებინა აშშ, რომ ისინი ომში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ მიმხრობილიყვნენ.