დიდთოვლობის გამო საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 თებერვალს რამდენიმე რეისს აუქმებს

26 თებერვალი 2025, 13:55 170 ნახვა

უამინდობისა და დიდთოვლობის გამო საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 თებერვალს რამდენიმე რეისს აუქმებს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.

„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.

26 თებერვალი: № 804 თბილისი – ბათუმი; №801 ბათუმი – თბილისი; №869 ზუგდიდი-თბილისი; №874 თბილისი -ფოთი; №617 ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი – ბორჯომი;

 

27 – 28 თებერვალი: № 854 თბილისი-ოზურგეთი; № 853 ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356 ქუთაისი-რიონი; № 6353/6354 ქუთაისი -რიონი; № 682/681 ქუთაისი- ბათუმი; № 684/683 ქუთაისი-ბათუმი; № 613/614 ბათუმი-ოზურგეთი; №618/617 თბილისი – ბორჯომი; №685 ბორჯომი-თბილისი;

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი