ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმეტესობა რეაბილიტაციას საჭიროებს. წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 292 ათასი ლარი 6 ძეგლის პროექტირებაზე დაიხარჯება, რომლის რეაბილიტაციაც მომავალში დაიწყება. ერთ-ერთი ასეთი ირაკლი აბაშიძის ქუჩის 6 ნომერში მდებარე სახლია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. მობინადრეები დახმარებას ითხოვენ.