დიდთოვლობა ბათუმში

24 თებერვალი 2025, 14:35 158 ნახვა

მესამე დღეა ინტენსიურად თოვს ბათუმში,  თოვლის საფარი ამ დროისთვის ნახევარ მეტრს აღწევს, ნალექმა დააზიანა 80-მდე მწვანე ნარგავი, ასევე გარკვეული შეფერხებებია გადაადგილების მიმართულებით.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გაუწმენდავია ქუჩების დიდი ნაწილი და  ტროტუარები, ასევე შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით  სამუშაოებში 70 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურების 700-მდე თანამშრომელია ჩართული.

გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, სკვერებში, პარკებში, მწვანე სივრცეებსა და ქუჩებში ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან დაფერთხვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ამ ეტაპზე, ბათუმისა და ოზურგეთის სტრუქტურულ ერთეულებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში