ბრიუსელში ევროკავშირის შენობები უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

24 თებერვალი 2025, 09:39 95 ნახვა

ბრიუსელში ევროკავშირის შენობები რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის დროშის ფერებში განათდა.  უკრაინის ომმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურმა  კონფლიქტმა, მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია, უკრაინის ქალაქები  და სოფლები კი ნანგრევებად. ომმა შეაფერხა გლობალური ეკონომიკაც.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა  მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს თავშესაფარი მისცა და რომ დაახლოებით 48,5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ ქვეყანაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა თავის მოკავშირეებს, შეასრულონ ყველა დაპირება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში