რომის პაპს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა

19 თებერვალი 2025, 09:05 175 ნახვა

ბუენოს-აირესში კათოლიკე მრევლი რომის პაპის ფრანცისკეს გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს, რომელსაც ორმხრივი პნევმონიისა და რესპირატორული ინფექციის დიაგნოზი  დაუსვეს.

ქალაქის  პოპულარულ ვილა სოლდატის გარეუბანში  ადამიანები სამლოცველოებში შეიკრიბნენ საყოველთაო მოწოდების შემდეგ - ილოცონ რომის პაპისთვის ხუთშაბათამდე.

სამშაბათს ვატიკანმა პონტიფიკოსის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რომის პაპს ორმხრივი პნევმონია  და სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია დაუდგინდა. 88 წლის პონტიფიკოსი ბრონქიტით ერთი კვირის წინ დაავადდა, იგი რომის საავადმყოფოში დააწვინეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში